შუახევის მუნიციპალიტეტში ხანძარი გაჩნდა

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩიძეებში ხანძარი გაჩნდა.
როგორც „კვირას“შუახევის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ტარიელ ებრალიძემ განუცხადა, ხანძარი სოფლიდან დაახლოებით 9 კილომეტრში, ტყეში, მიუვალ ადგილზე გუშინ საღამოს გაჩნდა.
მისი თქმით, ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.
„ხანძარი მიუვალ ადგილზე იყო და სახანძრო მანქანებმა შესვლა ვერ შეძლებს. მათ ქვეითად მოუწიათ ტყეში შესვლა და ხანძრის ჩაქრობის სამუშაოების განხორციელება.
ხანძარი 400 კვადრატულ მეტრზე იყო გავრცელებული.მთელი ღამის განმავლობაში ცოცხალი ძალა მუშაობდა. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულები იყვნენ ადგილობრივებიც, ადგილზე იყვნენ სატყეო დეპარტამენტის წარმომადგენლებიც და ერთიანი ძალებით დროულად მოხერხდა ხანძრის ლიკვიდირება“, – განუცხადა „კვირას“ შუახევის გამგებელმა.
მისი თქმით, ბოლო პერიოდში საღამოს, მიუვალ ადგილებში ჩნდება ხანძარი, გამგებელი არ გამორიცხავს, რომ აღნიშნული მიზანმიმართულად ხორციელდებოდეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები