დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრი ცესკოს წინადადებით მიმართავს

საარჩევნო კოდექსის თანახმად, გადასატანი ყუთის წამღები კომისიის ორი წევრი გამოვლინდება წილისყრით, კომისიაში შემავალი პოლიტიკური პარტიების მიერ დანიშნული და საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ არჩეული წევრებისაგან.
ეს უკანასკნელი გარემოება შესაძლებელია არათანაბარ პირობებში აყენებდეს საარჩევნო სუბიექტებს, ვინაიდან კომისიაში წევრის დანიშვნის უფლების მქონე პოლიტიკური პარტიების საარჩევნო ბლოკში გაერთიანების შემთხვევაში აღნიშნული სუბიექტები უპირატეს მდგომარეობაში აღმოჩნდებიან. მიგვაჩნია, რომ აუცილებელია აღნიშნული საკითხის დარეგულირება, რაც უზრუნველყოფს ერთგვაროვანი მიდგომის ჩამოყალიბებას საარჩევნო კოდექსით დადგენილ მსგავს პროცედურებთან მიმართებით.
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრი მიმართავს ცესკოს წინადადებით, იმსჯელოს, გადასატანი ყუთის წამღები კომისიის ორი წევრის წილისყრით გამოვლენის პროცედურასთან დაკავშირებით, რათა აღნიშნულ პროცესში საარჩევნო სუბიექტებმა ისარგებლონ თანაბარი პირობებით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები