სასტუმროში, სადაც მიხეილ სააკაშვილი გაჩერდა, მესაზღვრეები და პოლიციელები მივიდნენ

ლვოვში, სასტუმრო „ლეოპოლისში“, სადაც მიხეილ სააკაშვილი გაჩერდა, მესაზღვრეები და პოლიციელები მივიდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედიასაშუალებები ავრცელებენ.
მათი ცნობით, სამართალდამცავებისა და მესაზღვრეების სასტუმროში მისვლის მიზანი მიხეილ სააკაშვილის მხრიდან ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გაფორმებაა.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის პოლიციამ უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით სისხლის სამართლის წარმოება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით მიმდინარეობს: 332-ე მუხლის პირველი ნაწილით (უკრაინის სახელმწიფო საზღვრის გავლით პირთა არაკანონიერი გადაყვანა) და 342-ე მუხლის მეორე ნაწილით (ხელისუფლების, სამართალდამცველი ორგანოს წარმომადგენლისთვის წინააღმდეგობის გაწევა).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები