კახეთის რეგიონი სეტყვამ დააზარალა

კურდღელაურს, ნასამხრალს და შალაურს სეტყვამ და ძლიერმა წვიმამ ზარალი მიაყენა. გურჯაანი-თელავის საავტომობილო გზაზე წაიქცა ხე, რომელმაც ავტომობილების გადაადგილება შეაფერხა.
დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ბრიგადა და საპატრულო პოლიცია. სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის შესახებ ხვალ გახდება ცნობილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები