ლევან დავითაშვილი:კონსტიტუციაში შევიტანეთ ჩანაწერი, რომ სასოფლო -სამეურნეო მიწა განკუთვნილია საქართველოს მოქალაქეებისთვის

მიწის რეგულირების საკითხთან დაკავშირებით რიგი ოპოზიციური პარტიების განცხადებები არის აბსოლუტურად უპასუხისმგებლო და სპეკულაციის მატარებელი.-ამის შესახებ სოფლის მეორნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ჟურნალისეტბტან საუბრის დროს განაცხადა. მინისტრის ინფორმაციით, სწორედ „ქართული ოცნება“ იყო ის პოლიტიკური ძალა, რომელმაც მოახდინა სასოფლო-სამეურნეო მიწის უცხოელებზე გასხვისების საკითხის ინიცირება და დარეგულირება. „ჩვენ ცალსახად განვმარტეთ და კონსტიტუციაში შევიტანეთ ჩანაწერი, რომ სასოფლო-სამეურნეო მიწა განკუთვნილია საქართველოს მოქალაქეებისთვის. როდესაც საუბარია მორატორიუმის შესახებ კანონში დაზუსტებაზე, რომ ქართულ კომერციულ ბანკებს მიეცეთ უფლება მიწა ჰქონდეთ საკუთრებაში, ეს არის დაკორექტირება, რომ ჩვენ მიწასთან დაკავშირებით არ შეგვექმნას გარკვეული უხერხულობა. ეს არის დაზუსტება, მხოლოდ იმისთვის რომ კომერციული ბანკების საქმიანობა იყოს შეუფერხებელი და ფერმერებს მიეცეთ საშუალება შეფერხების გარეშე აიღონ კომერციული ბანკებიდან სესხი. სოფლის მეურნეობის სამინიტროს პროექტები, რომელიც დაკრედიტებას ეხება, ხორციელდება კომერციული ბანკების მეშვეობით. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ საუბარია მხოლოდ დროებით მფლობელობაზე ჰქონდეთ უფლება თავისუფლად დაიგირაონ მიწა და განკარგონ მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებზე. აქედან გამომდინარე, ნებისმიერი ხმაურიანი განცხადება არის მხოლოდ სპეკულაცია და უპასუხისმგებლობა, პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილება ხელისუფლებამ უკვე მიიღო“- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები