სასოფლო სამეურნეო მორატორიუმში მიწა წარმოდგენილია, როგორც განსაკუთრებული ხარისხის აქტივი

კომიტეტის თავმჯდომარის რომან კაკულიას თქმით, სასოფლო სამეურნეო მორატორიუმში მიწა წარმოდგენილია, როგორც განსაკუთრებული ხარისხის აქტივი, რომლის გასხვისება მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებზე შეიძლება.
ამის შესახებ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის რომან კაკულიამ “პირველთან” საუბარში განაცხადა.

“სასოფლო-სამეურნეო მიწაზე მორატორიუმის გამოცხადების მთავარი მიზანი, რასაც საკონსტიტუიო ჩანაწერი ემსახურებოდა, მარტივია – მიწა წარმოდგენილია, როგორც განსაკუთრებული ხარისხის აქტივი. როგორც კონსტიტუციაშია ჩაწერილი, მიწის გასხვისება უნდა მოხდეს მხოლოდ საქართველოს მოქალაქეზე. ცხადია, ამ მოცემულობას უნდოდა ძალიან ბევრი განსაზღვრა. ფართო იყო ძალიან სპექტრი, შედგა მორატორიუმი, ჩაიკეტა ეს პროცესი. კონკრეტულად ამ პროცესმა გარკვეული ნეგატიური ეფექტიც მოახდინა. რაც მთავარია, ჩვენი ხელისუფლება ამ საკითხს მხოლოდ ეკონომიკურ კონტექსტში არ უყურებს და დიალოგში არ შევდივართ მათთან, ვინც ამ პროცესს წმინდა ეკონომიკური კუთხით განიხილავს. ვცდილობთ, ჩვეულებრივ მოქალაქეებსა და მეწარმე სუბიექტებს არ შეექმნათ პრობლემა. ჩვენი ინიციატივა მათზეა მორგებული. რაც შეეხება ბანკებზე და მიკროსაფინანსოებზე დაშვებულ გამონაკლისს, კონკრეტულად ამ გამონაკლისის დროს მათ აქვთ მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც 2 წლის განმავლობაში მიწის გასხვისება საქართველოს მოქალაქეზე უნდა მოხდეს”, – განაცხადა რომან კაკულიამ.

კონტიტუციაში ცვლილებების საერთო-სახალხო განხილვა საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობდა.

საკონსტიტუციო ცვლილებები უზრუნველყოფს ხელისუფლების დანაწილების პრინციპზე დაფუძნებული საპარლამენტო მმართველობის სისტემის ჩამოყალიბებას, კონსტიტუციურ ორგანოებს შორის უფლებამოსილებების მკაფიო გამიჯვნას, პარლამენტის გაძლიერებას, საპარლამენტო ოპოზიციის უფლებების გაფართოებას, ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტების მნიშვნელოვან გაუმჯობესებას, სასამართლო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის დამოუკიდებლობისთვის მყარი კონსტიტუციური გარანტიების შექმნას, თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხების ჯეროვან მოწესრიგებას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები