მეტროპოლიტენის საბურთალოს ხაზზე მატარებლების მოძრაობა აღდგა

თბილისის მეტროპოლიტენის საბურთალოს ხაზზე მატარებლების მოძრაობა აღდგა.
საბურთალოს ხაზზე მოძრაობის შეზღუდვა ძაბვის ვარდნასთან დაკავშირებული ხარვეზით მოხდა.
როგორც სატრანსპორტო კომპანიოაში აცხადებენ, ადგილზე დროულად გავიდა შესაბამისი ჯგუფი, რომელმაც შეისწავლა შეფერხების მიზეზი და პრობლემა აღმოფხვრა.
მოსაცდელ პლატფორმაზე შეინიშნებოდა მცირეოდენი დაკვამლიანება, რის გამოც მეტროპოლიტენის თანამშრომლებმა მგზავრებს მეტრო დაატოვებინეს.
შეზღუდვა დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში გრძელდებოდა. შეზღუდვა არ შეეხო თბილისის მეტროპოლიტენის პირველ ხაზს.
სატრანსპორტო კომპანია შექმნილი დისკომფორტის გამო მოქალაქეებს ბოდიშს უხდის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები