საბურთალოს ხაზი მგზავრებს ვერ ემსახურება

მეტროპოლიტენის საბურთალოს ხაზი მგზავრებს დროებით ვერ ემსახურება. როგორც თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში აცხადებენ, შეფერხება ძაბვის ვარდნასთან დაკავშირებული ხარვეზითაა გამოწვეული.
​„ადგილზე გასულია შესაბამისი ჯგუფი, რომელიც შეისწავლის აღნიშნული შეფერხების გამომწვევ მიზეზს და იმუშავებს მის აღმოფხვრაზე. პირველი ხაზი ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მგზავრების მომსახურეობას. თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის“, – აცხადებენ სატრანსპორტო კომპანიაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები