ალექსანდრე ჯეჯელავა: სააკაშვილმა დაკარგა აქტუალობა და მის მიმართ, გარდა სამართლებრივი ასპექტებისა, სხვა ინტერესი არ არსებობს

მიხეილ სააკაშვილმა დაკარგა აქტუალობა და მის მიმართ, გარდა სამართლებრივი ასპექტებისა, სხვა ინტერესი არ არსებობს – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ, მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების საკითხზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მისი თქმით, ახლა უკრაინის ხელისუფლების გადასაწყვეტია, თუ რა ბედი ეწევა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს
„მიხეილ სააკაშვილის პიროვნებამ საქართველოში აქტუალობა დაკარგა, ჩვენ და საზოგადოებას მის მიმართ დაინტერესება არ გვაქვს. სააკაშვილით დაინტერესებულნი არიან სამართალდამცავები და როგორც ვიცი, ძალიან მძიმე დანაშაულებშია ბრალდებული. ეს პროცერსები გრძელდება სამართლებრივ ასპექტებში და როგორც ვიცი, პროკურატურამ რამდენჯერმე მიმართა უკრაინელ სამართალდამცველებს. შესაბამისად, ახლა უკრაინის ხელისუფლების გადასაწყვეტია თუ რა ბედი ეწევა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს“, – განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები