სოფიო ქაცარავა ლონდონში შეხვედრებს განაგრძობს

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ სოფიო ქაცარავამ ლონდონში, ლიდერთა საერთაშორისო პროგრამის ფარგლებში, შეხვედრები გამართა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ხელმძღვანელთან ლორდ ბოუნესთან, საგარეო საქმეთა სამინისტროს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორთან, ადამიანის უფლებათა კომიტეტის წარმომადგენლებთან და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრთან სტივენ გეტინსთან.
შეხვედრებზე მხარეებმა ბრიტანეთი-საქართველოს ურთიერთობებსა და ამ ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებზე ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და მიმდინარე რეფორმების მიმართ ბრიტანეთის მხარდაჭერაზე და საქართველოს საგარეო პოლიტიკის კურსის პრიორიტეტებსა და მიზნებზე.
სოფიო ქაცარავამ კოლეგებს საქართველოს პოლიტიკური გარემო, ადამიანის უფლებების ჭრილში მიღწეული პროგრესი და ოკუპაციის ფონზე არსებული გამოწვევები გააცნო. შეხვედრაზე საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების გზებზე და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოქალაქეების უფლებების მიმართულებით არსებულ ვითარებაზე ისაუბრა.
„შეხვედრაზე ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ასევე, დემოკრატიული განვითარების მიმართ ბრიტანეთის მთავრობის მხარდაჭერის შესახებ ვისაუბრეთ. განვიხილეთ ორ ქვეყანას შორის პარტნიორობის არსებული საკითხები და პერსპექტივები”, – განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები