„ჯანი ბუკუკიოს განცხადება, რომელმაც თქვა, რომ იმედგაცრუებულია, ხატოვნად ასახავს საქართველოს იმიჯის მდგომარეობას“

ვენეციის კომისიის პრეზიდენტ ჯანი ბუკუკიოს განცხადება, რომელმაც თქვა, რომ იმედგაცრუებულია, ხატოვნად ასახავს საქართველოს იმიჯის მდგომარეობას, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა.
მარგველაშვილისთვის საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ბოლო დროს მიმდინარე პოლემიკა ძალიან უცნაური იყო.
”ეს იმედგაცრუება ყველა ჩვენგანზე გადმოდის. ეს არის იმედგაცრუება საქართველოთი, სადაც ვერ ხერხდება შეთანხმება. მე ვფიქრობ, ჩვენი შეთავაზება იქნება კიდევ ერთი შანსი მმართველი პოლიტიკური ძალისთვის, დაფიქრდეს, რომ შესაძლებელია კონსენსუსი. ძალიან უცნაური იყო ბოლოდროინდელი პოლემიკა, რომელიც მიმდინარეობდა – ზეპირად გვითხარით, წერილობით მოგვწერეთ, სიმღერა დაწერეთ და კომიქსებად გამოგვიგზავნეთ. მერე, რაღაცა არ მოგვწონს და ა.შ. ეს აბსოლუტურად გაუგებარი პროცესი იყო. გთავაზობთ შეიქმნას ერთობლივი წერილობითი დოკუმენტი, მივართვათ მმართველ პოლიტიკურ ძალას”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები