გიორგი კახიანი: არ ვიცი პრეზიდენტის ახალი ინიციატივა რა მიზანს შეიძლება ემსახურებოდეს

“სამწუხაროა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის პროცესში პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა, როგორც ქვეყნის პირველმა პირმა, ვერ შეძლო, მნიშვნელოვანი და პოზიტიური როლის შესრულება”, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი კახიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
გიორგი კახიანმა პრეზიდენტის ახალ ინიციატივას გაურკვეველი უწოდა. “სამწუხაროა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის პროცესში პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა, როგორც ქვეყნის პირველმა პირმა, ვერ შეძლო, მნიშვნელოვანი და პოზიტიური როლის შესრულება. არ ვიცი მისი ეს ინიციატივა რა მიზანს შეიძლება ემსახურებოდეს. კონსტიტუციური ცვლილებები ორი მოსმენით უკვე მიღებულია და ვენეციის კომისიის დასკვნის შემდეგ, ცვლილებებს მესამე მოსმენით მივიღებთ”, – განაცხადა კახიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები