უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე გუშინ მომხდარ მოვლენებზე საქმე ორი მუხლით აღიძრა

უკრაინის პოლიციამ უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე გუშინ მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით სისხლის სამართლის წარმოება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით მიმდინარეობს: 332-ე მუხლის პირველი ნაწილით (უკრაინის სახელმწიფო საზღვრის გავლით პირთა არაკანონიერი გადაყვანა) და 342-ე მუხლის მეორე ნაწილით (ხელისუფლების, სამართალდამცველი ორგანოს წარმომადგენელისთვის წინააღმდეგობის გაწევა).
როგორც უკრაინის შს სამინისტროში აცხადებენ, ამჟამად მიმდინარეობს პირველადი საგამოძიებო ქმედებები.
მათივე ცნობით, ყველაზე მკაცრი სასჯელი, რომელიც სისხლის სამართლის საქმის ფიგურანტებს ემუქრებათ, თავისუფლების 3-დან 7 წლამდე აღკვეთაა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები