ოთარ დანელია CRCC წარმომადგენლებს შეხვდა

პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ოთარ დანელია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის უდიდესი სახელმწიფო სამშენებლო-ინფრასტრუქტურული კორპორაცია, China Railway Construction Corporation Limited-ის წარმომადგენლებს შეხვდა.
ოთარ დანელიამ და კომპანიის ხელმძღვანელმა საქართველოში, ცუნგ ძიაჭუნგმა ორ ქვეყანას შორის არსებულ სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ფარგლებში, ქართული აგრო-სასურსათო პროდუქციის პოპულარიზაცისა და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრეს.
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა, ხაზი გაუსვა ქვეყნებს შორის მჭიდრო სავაჭრო ურთიერთობების მნიშვნელობას და დადებითად შეაფასა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ქართულ პროდუქციაზე, განსაკუთრებით კი ღვინოზე მოთხოვნის ზრდის ტენდენცია.
CRCC წარმომადგენლებმა ოთარ დანელიასთან საქართველოში კომპანიის მიზნები გააცნეს.
ცუნგ ძიაჭუნგისს თქმით, კომპანიის ბიზნეს არეალი მოიცავს ინჟინერიას, მშენებლობას, კვლევას, პროექტირებას, უძრავი ქონების პროექტების განვითარებას, წარმოებას, ფინანსებს, დაზღვევას და სხვა.
შეხვედრის მიმდინარეობისას დაიგეგმა ვიზიტი აბაშისა და მარტვილის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პოტენციალის შესაფასებლად.
მხარეებმა დასასრულს, ჩინეთის მწერალთა კავშირის წარმომადგენლობის ვიზიტზეც ისაუბრეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები