კახა კალაძე: ეს არის მიზანმიმართული დეზინფორმაცია

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე მედიაში გავრცელებულ უსაფუძვლო ბრალდებებს პასუხობს და აცხადებს, რომ მან ნუცუბიძეზე მდებარე კუთვნილი ფართი სამშენებლო კომპანიაზე არა 38 ათას ლარად, არამედ 380 ათას ლარად გაასხვისა, რაც რეესტრში კანონის შესაბამისად დაზუსტდა.
„მიუხედავად იმისა, რომ იმ კონკრეტულ არასამთავრობო ორგანიზაციას ირაკლი გაფრინდაშვილმა მისწერა, რომ მათ ჰქონდათ არასწორი ინფორმაცია და საჯარო რეესტრიდან შეეძლოთ გამოეთხოვათ სწორი, დაზუსტებული ინფორმაცია. მოხდა ელემენტარული მექანიკური შეცდომა: როდესაც წერდნენ, ერთი ნოლი დააკლდა და ეს ცვლილება შეტანილია შესაბამისად. მე თან მაქვს დოკუმენტი და შეგვიძლია, ვაჩვენოთ მაყურებელს, ეს არის მიზანმიმართული დეზინფორმაცია, რომელსაც ახორციელებს ეს კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაცია. არ ვიცი რას წარმოადგენს, აშკარაა, რომ ვიღაცის დაკვეთით მოქმედებენ. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მხრიდან იქნა ნათქვამი მათთვის, რომ მათ შეეძლოთ გადაემოწმებინათ, ეს მათ არ გაითვალისწინეს. როდესაც გაირკვა, რომ ეს შეცდომა იყო, 8 მაისს არის შესწორება გაკეთებული და წერია: მხარეები გიდასტურებთ, რომ ხელშეკრულებაში ნასყიდობის ფასის მითითებისას დაშვებულია ტექნიკური შეცდომა. 38 000-ის ნაცვლად 380 000“,  – განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერობის კანდიდატის თქმით, კანონი არ დარღვეულა, რადგან წინა ხელისუფლების დროს მშენებლობის კოეფიციენტის ყიდვა იყო შესაძლებელი და სამშენებლო კომპანიები ამას აკეთებდნენ.
მისივე თქმით, დღეს კოეფიციენტები შეზღუდულია და მომავალშიც ასე გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები