პესკოვი სააკაშვილის მიერ უკრაინის საზღვრის გადაკვეთაზე: ეს უფრო პოლიტიკური კლოუნადის კატეგორიას განეკუთვნება

ეს უფრო კურიოზული საკითხების თემაა, რომელიც პოლიტიკური კლოუნადის კატეგორიას განეკუთვნება – ასე შეაფასა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა მიხეილ სააკაშვილის მიერ უკრაინის საზღვრის გადაკვეთა და განვითარებული მოვლენები.
„კრემლის დღის წესრიგში უამრავი სერიოზული საკითხია, რომელსაც თვალი უნდა ვადევნოთ. ამით ვართ დაკავებულები. არ ვფიქრობ, რომ ეს საკითხი სერიოზულ კატეგორიას განეკუთვნება. ეს უფრო კურიოზული საკითხების თემაა, რომელიც პოლიტიკური კლოუნადის კატეგორიას განეკუთვნება“, -განაცხადა პესკოვმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები