საქართველოს პრეზიდენტმა ოპოზიციას კონსტიტუციის არსებულ ვერსიაზე მუშაობა შესთავაზა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ოპოზიციურ პარტიებს სთავაზობს, უკვე კონსტიტუციური ცვლილებების პროექტის საკუთარი ვერსია შექმნან, ძირითადი წინააღმდეგობების გათვალისწინებით.
ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.
”უკვე დაიდო რაღაც დოკუმენტი, ეს პოლიტიკური ფაქტია. ავიღოთ დოკუმენტი, როგორც ამოსავალი, არ დავიწყოთ დამოუკიდებელი იმპროვიზაცია, მოვნიშნოთ ძირითადი პუნქტები, რომლებიც წინააღმდეგობის თემა იყო, დავწეროთ ჩვენი ვერსია, ის, რაზეც შეთანხმდებით თქვენ და შევთავაზოთ მმართველ პოლიტიკურ ძალას, როგორც გამოსავალი. ამით ჩვენ დავანახებთ პარტნიორებს, რომ შესაძლებელია განსხვავებული დაპირისპირებული პოლიტიკური ძალები ერთად აკეთებდნენ საქმეს”, – განაცხადა მარგველაშვილმა.
საუბრის ძირითადი თემა ქვეყნის მთავარი კანონის ახალი რედაქციაა, რომლის მიღებასაც მმართველი გუნდი ერთპარტიულად გეგმავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები