პოროშენკო სააკაშვილზე: ვიმედოვნებ, რომ ეს ბატონი ისეთივე დაჟინებით შეეცდება საქართველოში გზის გაკაფვას, როგორც უკრაინაში შეეცადა

ვიმედოვნებ, რომ ეს ბატონი ისეთივე დაჟინებით შეეცდება საქართველოში გზის გაკაფვას, როგორც უკრაინაში შეეცადა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ განაცხადა.
პოროშენკოს განცხადებით, სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენლები სწორად მოიქცნენ, როცა გუშინდელი შემთხვევის დროს იარაღი არ გამოიყენეს.
„ჩვენი მესაზღვრეები, რომლებმაც საუკეთესო მხრიდან გამოიჩინეს თავი ანტიტერორისტული ოპერაციის დროს, სწორად მოიქცნენ, რომ იარაღი არ გამოიყენეს, რისი იურიდიული უფლება მათ ჰქონდათ. მათ არ დაუშვეს კონფლიქტის გაღვივება, რაც ამ პოლიტიკანებს სურდათ“, – განაცხადა პოროშენკომ.
მისივე თქმით, პასუხისმგებლობა ჩადენილზე უნდა იყოს მკაფიოდ სამართლებრივი.
„ქვეყნის ნაციონალური უსაფრთხოების საკითხია. ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, ვინ დაარღვია საზღვარი, “ბოევიკმა” აღმოსავლეთში, თუ პოლიტიკანებმა დასავლეთში. პასუხისმგებლობა ჩადენილზე უნდა იყოს მკაფიოდ სამართლებრივი“, – განაცხადა პეტრო პოროშენკომ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები