დავით უსუფაშვილი: სააკაშვილი ჩამოყალიბდა ევრაზიული მასშტაბის პოლიტიკურ ავანტიურისტად, რომელიც მზად არის ნებისმიერ მსხვერპლზე წავიდეს

„სააკაშვილი ჩამოყალიბდა ევრაზიული მასშტაბის პოლიტიკურ ავანტიურისტად, რომელსაც ერთადერთი რამ ამოძრავებს, საკუთარი პატივმოყვარეობის დაკმაყოფილება და ამისთვის მზად არის ნებისმიერ მსხვერპლზე წავიდეს“, – ამის შესახებ ”შენების მოძრაობის” ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა განაცხადა. როგორც უსუფაშვილმა აღნიშნა, მას ყველაზე მეტად ის შესაძლო პრობლემები აღშფოთებს, რომლებიც ისედაც სავსეა უკრაინაში.
”მე დიდი ხანია ვამბობ და ვეუბნებოდი ჩვენს უკრაინელ მეგობრებსაც, რომ სააკაშვილთან სჯობს ფრთხილად იყოთ-თქო. სააკაშვილი ჩამოყალიბდა ევრაზიული მასშტაბის პოლიტიკურ ავანტიურისტად, რომელსაც ერთადერთი რამ ამოძრავებს, საკუთარი პატივმოყვარეობის დაკმაყოფილება და ამისთვის მზად არის ნებისმიერ მსხვერპლზე წავიდეს – ოჯახის წევრების მსხვერპლად შეწირვასა და ქვეყნების მსხვერპლად შეწირვაზე. მე ყველაზე მეტად მაშფოთებს შესაძლო პრობლემები, ისედაც პრობლემებით სავსე უკრაინაში. ამ პრობლემებიდან განსაკუთრებით მაშფოთებს უკრაინა-პოლონეთის ურთიერთობების საკითხი, რომელიც საკმაოდ რთულია და დღემდე საკმაოდ მძიმე საკითხებს მოიცავდა. ამ უპასუხისმგებლო ქმედებებით შესაძლოა ამ მიმართულებებითაც შეიქმნას გართულებები. მე არ ვიცი, კიდევ რა შეიძლება მოხდეს იმისთვის, რათა დავინახოთ, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც აქვთ უშრეტი ენერგია საკუთარი პატივმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად ყველაფრის გაწირვისთვის”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი არ არის უნიკალური მოვლენა, მას ჰყავს წინამორბედები და თანამედროვეები სხვა და სახვა ქვეყნებში.
”სააკაშვილი არ არის უნიკალური მოვლენა, მას ჰყავს ბევრი წინამორბედი სხვა ქვეყნებში და სხვა ერებში, ასევე თანამედროვეებიც, მაგალითად ვოლსკი. გვარით ვოლსკია, მაგრამ არსით სააკაშვილია პოლონეთში”, – განაცხადა უსუფაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები