განათლებისა სამინისტრომ ვაშლის შესაძენად ტენდერი გამოაცხადა – რომელ სკოლებში დარიგდება ვაშლი?

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ სკოლებში ვაშლის დარიგების კამპანიის ფარგლებში, ვაშლის შესასყიდად ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა.
შესყიდვების სახელმწიფო სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული პირობების მიხედვით, სამინისტრო 260 ათასი ვაშლის შესყიდვას გეგმავს.
სატენდერო პირობების თანახმად, ტენდერის მონაწილე უფლებამოსილია, შესთავაზოს შემსყიდველს ერთი ან რამდენიმე ჯიშის ვაშლი, რომლის ერთეულის ფასი უნდა იყოს იდენტური. სხვადასხვა ჯიშის ვაშლის შეთავაზების შემთხვევაში, მიმწოდებელს უფლება ექნება, ვაშლის ჯიშები შეცვალოს, მაგრამ ერთი კვირის განმავლობაში სკოლაში უზრუნველყოს ერთი ჯიშის ვაშლის მიწოდება, ვაშლი უნდა იყოს უმაღლესი ხარისხის, ფორმა და ფერი ჰქონდეს შესაბამისი ჯიშისთვის დამახასიათებელი, რაც შეეხება მოთხოვნებს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ითხოვს, რომ ვაშლის ტრანსპორტირებისას მიმწოდებლის მიერ დაცული იქნას საქართველოს კანონმდებლობით მოთხოვნილი სანიტარული წესები და ნორმები; საკვები პროდუქტის დაფასოება და შეფუთვა უნდა უზრუნველყოფდეს მისი ხარისხისა და უსაფრთხოების შენარჩუნებას; მიწოდება უნდა განხორციელდეს მხოლოდ ყუთებით. ამასთან, სამინისტროს ინფორმაციით, ვაშლი კვირაში ერთხელ უნდა მიეწოდოს შემდეგ სკოლებს – N161 საჯარო სკოლა, თბილისის პირველი ექსპერიმენტული საჯარო სკოლა, თბილისის №147 საჯარო სკოლა, თბილისის კლასიკური გიმნაზია, გალაკტიონ ტაბიძის სახელობის № 51 საჯარო სკოლა, ვახტანგ გზირიშვილის სახელობის თბილისის №173 საჯარო სკოლა; თბილისის №180 საჯარო სკოლა, თბილის №115 საჯარო სკოლა, თბილისის №166 საჯარო სკოლა, კიკნაძის სახელობის თბილისის №182 საჯარო სკოლა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები