“ქართული მარში” ხვალ გამაფრთხილებელ აქციას გამართავს – “ჩვენი ზომები იქნება რადიკალური”

”ქართული მარში” ხვალ გამაფრთხილებელ აქციას ჩაატარებს, რის შემდეგაც ისინი არ მოერიდებიან რადიკალური ზომების მიღებას. შესაბამისი განცხადება ”ქართული მარშის” ერთ-ერთმა ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.
მისი თქმით, ხვალ, 18:00 საათზე, რუსთაველის მეტროდან მსვლელობა დაიწყება ”ღია საზოგადოება – საქართველოს” ოფისისკენ, სადაც აქცია ჩატარდება. ამის შემდეგ მსვლელობა გადაინაცვლებს კახა კალაძის წინასაარჩევნო შტაბთან. ბრეგაძე აცხადებს, რომ მოხდება შტაბის პიკეტირება.
”ჩვენი ზომები იქნება რადიკალური. ერთი კვირის განმავლობაში დავგეგმავთ აქციას აღმაშენებლის გამზირიდან მთავრობის ადმინისტრაციამდე, სადაც შენობის პიკეტირებას მოვახდენთ, არ შევუშვებთ მინისტრებს და 500-კაციან სასიკვდილო შიმშილობას დავიწყებთ. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ კალაძე მოწინააღმდეგეა მიწის გასხვისების უცხოელებზე. ხვალ გასამართ აქციაზე ჩვენ შევეცდებით, გავესაუბროთ კალაძეს და თუ ასეა, მაშინ მან ღიად დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია. წინააღმდეგ შემთხვევაში, შევეცდებით არჩევნების ჩაშლას, რათა ”ქართულმა ოცნებამ” კიდევ ერთხელ არ მოატყუოს ქართველი ხალხი”, – განაცხადა სანდრო ბრეგაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები