დავით მათიკაშვილი: არ უნდა იყოს არანაირი ინდულგენცია გაცემული, თუ რას წარმოადგენდა ესა თუ ის პიროვნება მანამდე

არანაირი ინდულგენცია არ უნდა იყოს გაცემული თუ რას წარმოადგენდა ესა თუ ის პიროვნება მანამდე, ყველამ უნდა აგოს მართლმსაჯულების წინაშე პასუხი, დღეს სააკაშვილს არ გააჩნია საქართველოს მოქალაქეობა, არ გააჩნია უკრაინის მოქალაქეობა, თუმცა საქართველოში მის მიმართ არის კონკრეტული ბრალდებები – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებს საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების საკითხთან დაკავშირებით განუცხადა.

მისი თქმით, არ უნდა იყოს არანაირი ინდულგენცია გაცემული, თუ რას წარმოადგენდა ესა თუ ის პიროვნება მანამდე, ყველამ უნდა აგოს მართლმსაჯულების წინაშე პასუხი და ადეკვატურ კითხვებზე ადეკვატურ პასუხები უნდა იყოს გაცემული, მათ შორის სააკაშვილზეც.
რაც შეეხება ოპონენტების განცხადებებს, რომ ადგილი აქვს ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების პოლიტიკურს დევნას, ამაზე მათიკაშვილმა განაცხადა, რომ პოლიტიკური დევნა არავის დაუწყია. „ამას ვამბობ ხაზგასმით, რომ პოლიტიკური დევნა არავის დაუწყია. 2012 წლის არჩევნებმა ჩვენი ქვეყანა იხსნა იმ ძალადობრივი რეჟიმისგან, რომელიც 9 წლის განმავლობაში აწიოკებდა საქართველოს. ამ ყველაფერის სათავეში ქვეყნის იმდროინდელი პრეზიდენტი იყო. სწორედ ეს აღვნიშნე, რომ როცა ადამიანი ჩაიდენს დანაშაულს, ინდულგენციები არ უნდა იყოს გაცემული, არ აქვს მნიშვნელობა ის პრეზიდენტი იყო, მასწავლებელი, ნებისმიერი სხვა პროფესიის ადამიანი თუ თანამდებობის პირი. მან უნდა აგოს პასუხი მართლმსაჯულების წინაშე”, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები