საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი მექვაბიშვილს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატურასთან, ირაკლი მექვაბიშვილთან შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობის, ფუნქციებისა და საქართველოს პარლამენტთან არსებული ურთიერთობის შესახებ ისაუბრეს. ირაკლი მექვაბიშვილმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს საკუთარი ხედვა და სამომავლო გეგმები გააცნო.

ირაკლი მექვაბიშვილი გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს გამართულ ბრიფინგზე წარადგინა. ახალ გენერალურ აუდიტორს პარლამენტი 20 სექტემბერს, პლენარულ სხდომაზე აირჩევს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები