ავიაკომპანია „ვიზეარი“ საქართველოდან ვროცლავის მიმართულებით ფრენებს იწყებს

ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის წამყვანმა დაბალ ბიუჯეტიანმა ავიაკომპანია „ვიზეარმა“ ქუთაისიდან პოლონეთის ქალაქ ვროცლავის მიმართულებით ფრენების დაწყება დააანონსა. ქუთაისი-ვროცლავი – 79.99 ლარიდან.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ავიარეისები შესრულდება 2018 წლის 31 მარტიდან, კვირაში 2 სიხშირით, ყოველ სამშაბათსა და შაბათს.

მგზავრებს უკვე შეუძლიათ ავიაბილეთების შეძენა ავიაკომპანიის საიტზე: www.wizzair.com, ფასები 79.99 ლარიდან.

„ვიზეარის“ აღნიშნული დაბალბიუჯეტური ავიარეისი ორი ქვეყნის დამაკავშირებელი უკვე მესამე მიმართულებაა, რომელიც თავის მხრივ კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს სავაჭრო და საქმიანი ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებას და ასევე შესანიშნავი არჩევანია როგორც ტურისტული, ასევე ბიზნეს მგზავრებისთვის.

ავიაკომპანია „ვიზეარმა“ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირება 2012 წელს დაიწყო და მას შემდეგ მუდმივად ზრუნავს თავისი სამარშრუტო ქსელის გაფართოვებაზე, რათა ქართველ მომხმარებელს უფრო მეტი დაბალბიუჯეტიანი მოგზაურობის არჩევანი შესთავაზოს.

შარშან ქუთაისი „ვიზეარის“ 25-ე ბაზა გახდა A320 ტიპის ბაზირებული საჰაერო ხომალდით, რისთვისაც 98 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა და 36 დამატებითი სამუშაო ადგილი შეიქმნა.

ქუთაისის აეროპორტიდან ოპერირების გაფართოების შედეგად, „ვიზეარმა“ წელს 205,000-ზე მეტი მგზავრი გადაიყვანა, რაც წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით 198%-იანი ზრდაა.

„ვიზეარის“ დაბალბიუჯეტური ავიამიმართულებების ქსელი ქუთაისის აეროპორტიდან მგზავრებს სთავაზობს
12 დაბალბიუჯეტურ მიმართულებას 8 ქვეყანაში.
ამ მიმართულებებით ბილეთების შეძენა შეიძლება ავიაკომპანიის საიტზე wizzair.com ან უფასო მობილური აპლიკაციის მეშვეობით, ფასები 49.99 ლარიდან იწყება.

ავიაკომპანიის მგზავრებს ასევე აქვთ შესაძლებლობა შეიძინონ დამაკავშირებელი მიმართულებები „ვიზეარის“ ავიაქსელის 42 ქვეყნის 143 მიმართულებაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები