გია ჟორჟოლიანი: სააკაშვილი არის პოლიტიკური დამნაშავე

მიხეილ სააკაშვილმა პასუხი უნდა აგოს კანონის წინაშე, – ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა გია ჟორჟოლიანმა “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ჟორჟოლიანი თვლის, რომ ყოფილმა პრეზიდენტმა პასუხი უნდა აგოს კანონის წინაშე. “სააკაშვილს უდიდესი წვლილი მიუძღვის ქვეყანაში გატარებულ რეპრესიებში, ის არის პოლიტიკური დამნაშავე და პასუხი უნდა აგოს. მას მოუწევს პასუხის გაცემა ხალხის ტერორის, სიღატაკის და ძალადობის გამო. სამართლებრივად რა მოელის, ეს ძალოვანი უწყებების გადასაწყვეტია”, -განაცხადა გია ჟორჟოლიანმა “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები