გარემოს დაცვის სამინისტრო ასოციაცია „ატუ“-ს მიერ ხე-ტყის მოპოვებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ასოციაცია ,,ატუ“-ს მიერ რაჭაში ხე-ტყის დამზადებასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.
სამინისტრო განმარტავს, რომ ასოციაცია „ატუ,“ ხე-ტყის გაჩეხვას კანონის ფარგლებში ახორციელებს.
„ასოციაციას თავისი არსებობის მანძილზე 80-ზე მეტი დიდი და საშუალო მოცულობის საქველმოქმედო პროექტი აქვს განხორციელებული. აღნიშნული პროექტების საფუძველზე შექმნილი მატერიალური ფასეულობები პერიოდულად, დასრულებისთანავე, უსასყიდლოდ, სახელმწიფოს ან ადგილობრივ თვითმმართველობებს საკუთრებაში გადაეცემოდა და ეს პროცესი დღემდე გრძელდება. მხოლოდ 2011-2013 წლებში გადაცემული მატერიალური ფასეულობის ღირებულება 228 მილიონ ლარს შეადგენს. იმის გათვალისწინებით, რომ ასოციაცია „ატუ“ თავისი ძალებით ახორციელებს მშენებლობებსა და კაპიტალურ შეკეთებებს, მშენებლობისთვის ხის მასალას იყენებს, რის შეძენაც ბაზარზე საკმაოდ შეზღუდულია, ასოციაცია კანონმდებლობის სრული დაცვით, საქართველოს მთავრობის წინაშე სამასალე მერქნის გამოყოფის შესახებ შუამდგომლობისთვის, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, , პერიოდულად წერილობით მომართავდა“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 ოქტომბრის N 1529 განკარგულებით, რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის რეგიონში ტყეკაფები 10.000 მ3 ხე-ტყის (როგორც სამასალე ასევე საშეშე) ასოციაციას მისაღებად გამოეყო.
აღნიშნული ტყეკაფებიდან მიღებული პირველი ხარისხის სამასალე მერქანი, ასოციაცია ,,ატუ’’-ს მიერ მნიშვნელოვანი ობიექტების მშენებლობას უნდა მოხმარდეს, ხოლო დანარჩენი დამზადების შედეგად მიღებული II ხარისხის საშეშე მერქანი რეგიონის მუნიციპალიტეტებს უსასყიდლოდ გადაეცემა.
როგორც სამინისტროში აცხადებენ, სამასალე მერქნით, ზ.ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრი, მიწისძვრით დაზარალებულთა სახლები, საკონცერტო დარბაზები და რეგიონებში არსებული სკოლები რეაბილიტირდება.
სამინისტროში ასევე აღნიშნავენ, რომ მასალა ისეთი არაკომერციული საქმიანობის განხორციელებასაც მოხმარდება, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით აკრძალული არ არის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები