ზაზა ფაჩულია: მშვიდობით ჩემო ნაკრებო და გულშემატკივარო, კაპიტნის წასვლის დროც მოვიდა!

ზაზა ფაჩულიამ სანაკრებო კარიერა დაასრულა. ის სოციალურ ქსელში თავის გულშემატკივრებს ემოციურ მიმართავას უგზავნის. ქართველმა კალათბურთელმა გადაწყვეტილება ევრობასკეტის შემდეგ მიიღო. ფაჩულიას განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.
“ძალიან რთულია დატოვო ის, რაც მრავალი წელი შენ ბიჭებთან ერთად მხრებით მოიტანე. B დივიზიონიდან ევროპამდე არ იყო მარტივი გზა, დამეთახმებით. 17 წლის განმავლობაში იყო მრავალი წარმატება, წარუმატებლობაც, ყოველთვის უკეთესის მოლოდინი, მაგრამ ეს არის ის, რაც ჩვენ გამოგვიდა და დანარჩენს, დიდი იმედი მაქვს, მომავალი თაობები გააგრძელებენ. ძალიან მინდოდა სხვანაირი დასასრული, მაგრამ სამწუხაროდ, ტრავმამ მეტის საშუალება არ მომცა, მაგრამ სურვილი და გამარჯვების ჟინი არასდროს დამიშურია. ყველაზე ძალიან გული მწყდება გულშემატკივარზე, რომლის თანადგომას ეს ნაკრები ყოველთვის გრძნობდა და პირადად მე, ჩემი კარიერის განმავლობაში. მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ თითოეულ თქვენგანს, თქვენ უფრო დიდ სიხარულს იმსახურებდით და კვლავ იყავით მომავლის იმედით. ახლა კი მშვიდობით ჩემო ნაკრებო და გულშემატკივარო, კაპიტნის წასვლის დროც მოვიდა! ეს ოქროს წლები არასდროს დამავიწყდება. მადლობა”, – წერს ფაჩულია.
ზაზა ფაჩულიამ სანაკრებო კარიერის დასრულება ევრობასკეტის შემდეგ მიიღო. 33 წლის კალათბურთელი 17 წლის განმავლობაში ნაკრების ღირსებას იცავდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები