„სოლიდარობის ქსელი – მშრომელთა ცენტრი“ ხვალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს

ორგანიზაცია „სოლიდარობის ქსელი – მშრომელთა ცენტრი“ ხვალ, 10:30 საათზე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს.
„სოლიდარობის ქსელი – მშრომელთა ცენტრი“, რომელიც ორ წელზე მეტია არსებობს, ცოტა ხნის წინ პროფკავშირულ ორგანიზაციად ჩამოყალიბდა. ორგანიზაციის წარმომადგენლები ხვალისთვის დაგეგმილ პრესკონფერენციაზე, საზოგადოებას თავიანთ ხედვას გააცნობენ და ქვეყანაში არსებულ პროფკავშირულ ვითარებას მიმოიხილავენ.
„ჩვენი ორგანიზაცია ორ წელზე მეტია რაც არსებობს, თუმცა მის, როგორც პროფკავშირულ ორგანიზაციად ჩამოყალიბებას ცოტა ხნის წინ ჩაეყარა საფუძველი. პრესკონფერენციის პირველ ნაწილში საზოგადოებას ჩვენს ხედვებს და სტრატეგიებს გავაცნობთ, ხოლო მეორე ნაწილში, ქვეყანაში არსებულ პროფკავშირულ სიტუაციებს მიმოვიხილავთ“, – აცხადებენ ორგანიზაციაში

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები