თბილისში, ზაჰესში, ფერდობზე ხანძარია

თბილისში, ზაჰესის მიმდებარედ, ფერდობზე ხანძარია. როგორც „კვირას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ცეცხლი ფერდობზე ბალახს წაეკიდა.
მათივე ინფორმაციით, რთული რელიეფური მდგომარეობიდან გამომდინარე, ჯერჯერობით ადგილზე ტექნიკით მუშაობა ვერ ხერხდება, თუმცა ტერიტორიაზე ამჟამად 30 -მდე მეხანძრე-მაშველი იმყოფება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები