RMG-ის სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამით კომპანიის თანამშრომლებისთვის 2017 წელს დამატებით 50 ათასამდე ლარი დაიხარჯა

კომპანია RMG-ის სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამა ითვალისწინებს  თანამშრომლებისა და მათი ოჯახების დამატებით მხარდაჭერას. სწორედ  ამ პროგრამის ფარგლებში მიმდინარე წლის განმავლობაში დამატებითი მატერიალური დახმარება კომპანიის 140 თანამშრომელმა მიიღო.

2017 წლის სექტემბრამდე  გაცემულმა თანხამ  50 ათასამდე ლარი შეადგინა და სავარაუდოდ წლის ბოლომდე ეს თანხა კიდევ გაიზრდება. აღნიშნული პროექტი მოიცავს თანამშრომელთა ქორწინების, შვილების დაბადების, ოჯახის წევრის ჯანმრთელობის და სხვა სოციალური საკითხების შემთხვევაში კომპანიის თანამშრომლის განცხადების საფუძველზე, მათთვის ფინანსური დახმარების გაწევას. ამ პროექტით RMG-ის მენეჯმენტი კომპანიის თანამშრომლების ოჯახების ხელშეწყობისა და განვითარების მხარდაჭერას ახორციელებს!

RMG-ის გენერალური დირექტორის, ჯონი შუბითიძის განმარტებით, თანამშრომლებისა და მათი ოჯახების დასახმარებლად შექმნილია სოციალური დახმარების ფონდი, სწორედ ამ ფონდიდან გაიცემა ყოველთვიური დახმარება თანამშრომლების ინდივიდუალური საჭიროებიდან გამომდინარე.

„ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ თითოეული თანამშრომლის დახმარება, და ჭირში თუ ლხინში  მათ გვერდში დგომა ჩვენი პასუხისმგებლობა და ვალდებულებაა. როგორც მოგეხსენებათ, კომპანიასა და მის კონტრაქტორ საწარმოებში, სულ, 2800 თანამშრომელია.  სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის გარდა,  დიდ ყურადღებას ვუთმობთ თანამშრომლების შრომის უსაფრთხოების, ჯანმრთელობის დაზღვევისა და კვებით უზრუნველყოფის პროექტებს,“- აცხადებს ჯონი შუბითიძე.

RMG-ის ერთ-ერთი თანამშრომელი ნორა ასათიანი, რომელმაც, მეუღლის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, კომპანიისგან დახმარება ახლახანს მიიღო, აღნიშნავს, რომ RMG საკუთარ პერსონალს რეგულარულად ეხმარება.

„14 წელია, კომპანიაში ვმუშაობ. ძალიან კარგი უფროსები მყავს და მათთან პრობლემა არასდროს მქონია. ყოველთვის, როცა დამჭირვებია და დახმარებისთვის მიმიმართავს, მათ დახმარება გაუწევიათ,“- განმარტავს ნორა ასათიანი.

კომპანიის მორიგ თანამშრომელს, კახაბერ ჯაყელს, RMG -მ ფულადი დახმარება მესამე შვილის შეძენისას გაუწია. მისი თქმით, RMG-ი მას მაშინაც დაეხმარა, როდესაც კახაბერის მამას ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა.

კახაბერ ჯაყელი ხაზს უსვამს იმას, რომ ფინანსური დახმარების გარდა, კომპანიამ თანამშრომლების ჯანრთელობის დაზღვევაც უზრუნველყო და დასძენს, რომ RMG-ში დასაქმებულებს ჯანმრთელობის დაზღვევა არაერთხელ გამოუყენებიათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები