ანი მიროტაძე: სტრასბურგში უნდა გვესაუბრა კონსტიტუციაზე, თუმცა ეს მოლაპარაკება ჩაიშალა

„დღეს სტრასბურგში უნდა გვესაუბრა კონსტიტუციაზე, თუმცა ეს მოლაპარაკება ჩაიშალა”, -ამის შესახებ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ეროვნული ფორუმის” წევრმა ანი მიროტაძემ განაცხდა.
მიროტაძე თვლის, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ ხელისუფლებას მკაფიო გზავნილები გამოუგზავნა.
“თუ იმ რედაქციით იქნება მიღებული კონსტიტუცია, როგორიც ხელისუფლებამ შემოგვთავაზა, ეს იქნება ის კონსტიტუცია, რომელიც მხოლოდ ხელისუფლებას უნდა. სტრასბურგში გასამართი მოლაპარაკებები ჩაიშალა, ეს არის ხელისუფლების ბრალი”, – განაცხადა მიროტაძემ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე, მანვე აღნიშნა, რომ ხელისუფლება კონსტიტუციას მესამე მოსმენით მიიღებს და პრეზიდენტის ვეტოს დაძლევს

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები