გიორგი ახვლედიანი: რჩება ერთადერთი გამოსავალი, ხელში კომბლის აღება

„გარდაუვალი გახდება ქვეყნაში მოვლენების ესკალაცია”, – ამის შესახებ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე “დემოკრატიული მოძრაობის” წარმომადგენელმა, გიორგი ახვლედიანმა განაცხადა.
ახვლედიანი თვლის, რომ მაჟორიტარების უმრავლესობას მოსახლეობა არ იცნობს, ამიტომ. მისი აზრით, თუ ხელისუფლება ოპოზიციის მოთხოვნებს არ გაითვალისწინებს ქვეყანაში მოვლენები უკონტროლო გახდება.
“რჩება ერთადერთი გამოსავალი ხელში კომბლის აღება. მაჟორიტარების უმრავლესობას მოსახლეობა არ იცნობს, ამიტომ კახა ოქრიაშვილის სურვილებზე რატომ დადის მთელი ხელისუფლება ჩემთვის გაუგებარია. “ქართული ოცნება” არ ითვალისწინებს მოსახლეობის და ოპოზიციის მოთხოვნებს”, – განაცხადა გიორგი ახვლედიანმა “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე. ახვლედიანმა ასევე განაცხადა, რომ “დემოკრატიული მოძრაობა” პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის მომხრეა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები