„გიორგი ცინცაძეს ნამდვილად არ დაუმსახურებია ის ნეგატიური კომენტარები, რაც ეს დღეები მისი მიმართულებით ისმის“

„მიუხედავად ტკივილისა, ტრავმის სიმძიმისა და მომავალში შესაძლო გართულებებისა გიორგი ცინცაძე გადის მოედანზე და რაც შეუძლია აკეთებს გუნდისთვის, ნაკრებისთვის, საქართველოსთვის”, – ამის შესახებ ვეტერანი კალათბურთელი შიო ხეცურიანი საქართველოს ნაკრების და “ქუთაისის” ძირითად გამთამაშებლის, გიორგი ცინცაძესთან დაკავშირებით წერს.
როგორც შიო ხეცურიანი აღნიშნავს, გიორგი ცინცაძეს ნამდვილად არ დაუმსახურებია ის ქილიკი და ნეგატიური კომენტარები, რაც ეს დღეები მისი მიმართულებით არაერთხელ გაისმა.
„ეს არის გიორგი ცინცაძის , “ბუს” ფეხი 3 სექტემბერს. მიუხედავად ტკივილისა, ტრავმის სიმძიმისა და მომავალში შესაძლო გართულებებისა “ბუ” გადის მოედანზე და რაც შეუძლია აკეთებს გუნდისთვის, ნაკრებისთვის, საქართველოსთვის! დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში საუკეთესო გამთამაშებელს და წლების განმავლობაში საქართველოს ნაკრების გამარჯვებების ერთ-ერთ მთავარ შემომქმედს ნამდვილად არ დაუმსახურებია ის ქილიკი და ნეგატიური კომენტარები, რაც ეს დღეები მისი მიმართულებით არაერთხელ გაისმა. “ბუ” მადლობა!!!ვამაყობთ შენით მეც და ძალიან ბევრი საქართველოს ნაკრების გულშემატკივარი!!! წარმატებები ბიჭებს იტალიასთან! Lets Go Georgia #GNT“, – წერს შიო ხეცურიანი და ფოტოებს აქვეყნებს, რომელზეც ასახულია გიორგი ცინცაძის ქვედა კიდური ტრავმის მიღების შემდეგ.
საქართველომ ისრაელი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა. გიორგი ცინცაძემ ტრავმა ლიტვის ნაკრებთან მიიღო. იყო ალბათობა, რომ საქართველოს ნაკრების და “ქუთაისის” ძირითად გამთამაშებელი, ისრაელის წინააღმდეგ სათამაშოდ ვერ გამოსულიყო. თუმცა ის გუშინ ნაკრების შემადგენლობაში იყო და მატჩში მონაწილეობა მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები