კონკურსი „თბილისი-2017“: მონაწილეობის მსურველთა განაცხადების მიღება 8 სექტემბერს სრულდება

თბილისის საკრებულოს მიერ ორგანიზებულ კონკურსში – „თბილისი-2017“ მონაწილეობის მსურველთა განაცხადების მიღება გრძელდება.

როგორც “კვირას” დედაქალაქის საკრებულოდან აცნობეს, ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურსში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ყოველგვარი ასაკობრივი შეზღუდვის გარეშე შეუძლია.
გამონაკლისს ნომინაციას – წლის საუკეთესო ესსე წარმოადგენს, რომელიც მხოლოდ სასკოლო ასაკის ბავშვებისთვისაა განკუთვნილი.
კონკურსის მიზანი ლიტერატურის, მუსიკის, ფერწერის, არქიტექტურისა და ხელოვნების სფეროში დასაქმებული პირების შემოქმედებითი აქტივობის, პროფესიულ ზრდისა და ჯანსაღი, კონკურენტული გარემოს ჩამოყალიბების, ასევე, ინტელექტუალური პოტენციალის გამოვლენისა და წახალისების, ეროვნული და საკაცობრიო ღირებულებების დანერგვისა და საზოგადოებაში სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობაა.
კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველთა განაცხადების მიღება მიმდინარე წლის 15 მაისს დაიწყო და 8 სექტემბერს დასრულდება.
კონკურსი ,,თბილისი’’ ,,თბილისობა-2017’’ ღონისძიებების ფარგლებში გაიმართება და მასში მონაწილეობის მსურველებს დეტალური ინფორმაციის მიღება საკრებულოს ვებგვერდზე:
http://tbsakrebulo.gov.ge/ შეუძლიათ”, – აცხადებენ საკრებულოში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები