ანსამბლ „სუხიშვილების“ კონცერტი ინდოეთში გაიმართება

ნაციონალური ბალეტი ინდოეთის ოთხ ქალაქში კონცერტებს გამართავს. „კვირას“ ინფორმაციით, ანსამბლის მოცეკვავეებს დელი,  კალკუტა, მუმბაი და ჩენაი უმასპინძლებს.
„სუხიშვილები“ ინდოეთში მრავალი წლის შემდეგ ბრუნდება, ნაციონალურ ბალეტთან ერთად ინდოელი მოცეკვავეებიც იცეკვებენ.
ინდოეთის ტერიტორიაზე კონცერტები ანსამბლმა 55 წლის წინ გამართა. მაშინ ანსამბლს მისი დამაარსებლები ნინო რამიშვილი და ილიკო სუხიშვილი უფროსი ხელმძღვანელობდნენ.
ეს გასტროლები 5 სექტემბრიდან – 20 სექტემბრამდე გაგრძელდება.
ოქტომბერში ნაციონალური ბალეტი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრება, ნოემბერში კი კონცერტებს ისრაელში გამართავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები