კახა კალაძე: გენგეგმა ქაოსური განაშენიანების პრობლემის მოგვარების საშუალებას მოგვცემს

„მთავარია, ქალაქის გენერალური გეგმის მიღება, რომელზეც სწორედ ბოლო წლებში მიდიოდა მუშაობა”, -განაცხადა „ „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში.  კალაძის თქმით, გენგეგმა ქაოსური განაშენიანების პრობლემის მოგვარების საშუალებას მოგვცემს.
„თბილისში დაახლოებით 7000 სამშენებლო ნებართვაა გაცემული, რაც რა თქმა უნდა, სხვადასხვა ტიპისა და ხარისხისაა, მაგრამ ეს მაინც ძალიან დიდი რიცხვია.. კვადრატულ მეტრებში რომ გადავიყვანოთ, 6 მილიონზეა ლაპარაკი. მთავარი, რაც გასაკეთებელია, ქალაქის გენერალური გეგმის მიღებაა, რომელზეც სწორედ ბოლო წლებში მიდიოდა მუშაობა და დღესაც მიმდინარეობს განხილვები. გენგეგმა მოგვცემს ქაოსური განაშენიანების პრობლემის მოგვარების საშუალებას. უნდა გამკაცრდეს მშენებლობის სტანდარტები, აუცილებლად შემოსაღებია ვიზუალური სტანდარტი“, – აცხადებს კახა კალაძე
რაც შეეხება „ხრუშჩოვკებს“, კახა კალაძის თქმით, ქალაქის სხვადასხვა რაიონში 500-ზე მეტი „ხრუშჩოვკაა“ და ისინი უნდა ჩანაცვლდეს არა ერთბაშად, არამედ თანდათანობით „ბევრმა ეს გაიგო,თითქოს მერია აპირებდა ამის გაკეთებას, მერიას საამისოდ არანაირი რესურსი არ აქვს, ამ საქმეში მთავარია „ხრუშჩოვკებში“ მობინადრე მოსახლეობა, რომელთაც უნდა შექმნან ამხანაგობები. თუ ერთი კორპუსის მობინადრენი გაერთიანდებიან და შეთანხმდებიან, რომ შევიდეს ინვესტორი, სწორედ აქ ამოქმედდება მერიის პროექტი. როგორც ვიცი , მიმდინარეობს მუშაობა რამდენიმე უბანში – ვარკეთილში, საბურთალოზე, მოსახლეობა დაინტერესებულია“, -აღნიშნავს კალაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები