ართანას ტყეში ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოებს სამი ვერტმფრენი შეასრულებს
ართანას ტყეში ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოებს სამი ვერტმფრენი შეასრულებს. მათ შორის ერთი საქართველოს შს სამინისტროს ეკუთვნის, ხოლო 2 – ირანს.
როგორც საგანგებო სიტუაციების სააგენტოში „კვირას“ განუცხადეს, ადგილზე 100-მდე მეხანძრე-მაშველია მობილიზებული და რთული რელიეფის გამო, სამუშაოებში ავიაციის ჩართვა გახდა საჭირო.
სამუშაოებს ამ დროისთვის ადგილზე სამაშველო ბრიგადები ასრულებენ.
ცეცხლი ართანის ტყეში დღეს დილით გაჩნდა. ზოგიერთ ადგილზე წიწვოვანი ხეები იწვის.
ამ წუთებში მობილიზაცია თელავის აეროპორტში მიმდინარეობს.