როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში – უახლოესი დღეების პროგნოზი
7 სექტემბრამდე, საქართველოში უმეტესად ცხელი ამინდები შენარჩუნდება.
როგორც „კვირას“ გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა, დოდო გვაზავამ განუცხადა, 6 სექტემბრის ჩათვლით, სანაპირო რაიონებში დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 27-30 გრადუსი იქნება. სამეგრელოსა და იმერეთის დაბლობ რაიონებში 34-36 გრადუსი, მთიან რაიონებში – 35 გრადუსამდე სითბო დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოში კი არსებული ტემპერატურა შენარჩუნდება. კერძოდ, კახეთში დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 38 გრადუსი იქნება, თბილისში – 36-37 გრადუსი. ამასთან, ამაღამ საქართველოს სამხრეთ და ჩრდილოეთ რაიონებში შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა.