ეროვნულ სასახლეში მოსწავლეთა რეგისტრაცია იწყება

მოსწავლეთა რეგისტრაცია ახალი სასწავლო წლისათვის მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში 4 სექტემბრიდან იწყება. რეგისტრაცია ეროვნულ სასახლეში იწარმოებს ყოველდღე, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 11-დან 18 საათამდე. სასახლე ბენეფიციარებს მეცნიერების, ხელოვნებისა და სპორტის სხვადასხვა მიმართულების წრეების ფართო არჩევანს და საინტერესო სიახლეებს სთავაზობს, მოსწავლეებს შეუძლიათ, აირჩიონ წრე საკუთარი ინტერესის, მიდრეკილებისა და მოთხოვნის გათვალისწინებით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები