ტომას მარკერტი – ვფიქრობ, ორივე მხარეს სურს კონსენსუსის მიღწევა, ოღონდ თავიანთი პირობების საფუძველზე

ვენეციის კომისიის მდივნი ტომას მარკერტი აცხადებს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მხოლოდ ერთი მხარე არ შეიძლება იყოს დამნაშავე.
“ვწუხვართ, რომ მოლაპარაკებების ფარგლებში შეუძლებელი გახდა კონსენსუსის მიღწევისთვის საკმარისი ბაზისის გამონახვა, – განაცხადა ვენეციის კომისიის მდივანმა, ტომას მარკერტმა.
მისივე აზრით, შექმნილ ვითარებაში დამნაშავე მხოლოდ ერთი პოლიტიკური მხარე არაა.
“ვფიქრობ, ორივე მხარეს სურს კონსენსუსის მიღწევა, ოღონდ თავიანთი პირობების საფუძველზე. არა მგონია, რომ მხოლოდ ერთი მხარე შეგვიძლია, დამნაშავედ გამოვიყვანოთ”, – აღნიშნა ტომას მარკერტმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები