მთაწმინდის ფერდობზე ხანძარი ლოკალიზებულია
მთაწმინდის ფერდობზე გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია.
თუმცა, როგორც შსს-ში აცხადებენ, ცეცხლის საბოლოო ლიკვიდაციისა და პრევენციული ღონისძიებისთვის, პროცესში შსს-ს ვერტმფრენი მაინც ჩაერთო.
ადგილზე იმყოფება 50-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი და 10-მდე სახანძრო-სამაშველო ტექნიკა
შეგახსენებთ, რომ ცეცხლი მთაწმინდის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ბუჩქნარს და ბალახს გაუჩნდა.
ხანძრის შედეგად დამწვარია, დაახლოებით, 2 ჰექტარი.