მაშველები ზღვაში 12 წლის მოზარდს ეძებენ
მაშველები ზღვაში 12 წლის მოზარდს ეძებენ. ქობულეთში ბავშვი დედასთან ერთად იმყოფებოდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, არასრულწლოვანი ტალღამ გაიტაცა.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციათა მართვის სააგენტოში განუცხადეს, მოზარდის ძებნის სამაშველო სამუშაოებში ჩართულია საზღვაო ტრანსპორტი და მყვინთავები.