„ჩვენი კანდიდატები არიან ის ადამიანები, რომლებიც შეძლებენ, თბილისის განვითარების პროცესში ახალი ენერგიით ჩაერთონ“
შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენი კანდიდატები არიან ის ადამიანები, რომლებიც შეძლებენ, თბილისის განვითარების პროცესში ჩაერთონ ახალი ენერგიით, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
არჩილ თალაკვაძე აღნიშნავს, რომ ახალ შემადგენლობაში იქნებიან ახალი სახეებიც.
“კანდიდატებს შორის არიან ქალი პოლიტიკოსები, ახალგაზრდა ლიდერები და ჩვენ დღეს საღამოს საზოგადოებას შევთავაზებთ ისეთ შემადგენლობას, რომელიც იქნება თბილისის მომავალი განვითარების გარანტია. როგორც მაჟორიტარი კანდიდატების შემთხვევაში, ჩვენი პარტიის პროპორციული სიაც თბილისის თვითმმართველობის არჩევნებისთვის, მნიშვნელოვანად განახლდება და აქაც წარმოდგენილი იქნებიან ახალი სახეები,“ – განაცხადა თალაკვაძემ.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის 25 კანდიდატს დღეს ოფიციალურად პარტიის თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილი წარადგენს. მანამდე კი “ქართული ოცნების” ოფისში კანდიდატებს პოლიტსაბჭოს სხდომაზე დაამტკიცებენ.
სხდომა ამ წუთებში მიმდინარეობს.