5 სექტემბერს პარლამენტის საშემოდგომო სესია გაიხსნება
5 სექტემბერს პარლამენტის საშემოდგომო სესია გაიხსნება. საშემოდგომო სესიის მთავარი თემა კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებებია, რომელსაც მესამე მოსმენით უნდა ეყაროს კენჭი.
რეგლამენტის თანახმად, საშემოდგომო სესია სექტემბრის პირველ სამშაბათს იხსნება.
სესიის გახსნა ბიუროს სხდომის ფორმატშია დაგეგმილი.
ამასთან, პარლამენტი ადგილობრივ არჩევნებამდე ერთი თვის განმავლობაში პლენარულ სხდომებს, სავარაუდოდ, არ გამართავს, რადგან სწორედ რეგლამენტის გათვალისწინებით, საპარლამენტო, საპრეზიდენტო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების წელს, არჩევნებამდე 1 თვის განმავლობაში, როგორც წესი, პარლამენტის პლენარული სხდომები არ იმართება.