საქართველოში მიწისძვრა მოხდა
საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის სიმძლავრემ 3,9 მაგნიტუდა შეადგინა. მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ დედოფლისწყაროდან სამხრეთ-დასავლეთით, 21 კმ-ში დაფიქსირდა.