სახალხო დამცველი საქართველოში მცხოვრებ მუსლიმებს ყურბან-ბაირამის დღესასწაულის დადგომას ულოცავს
სახალხო დამცველი საქართველოში მცხოვრებ მუსლიმებს ყურბან-ბაირამის დღესასწაულის დადგომას ულოცავს საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოში მცხოვრებ მუსლიმებს ყურბან–ბაირამის დღესასწაულის დადგომას ულოცავს.
ომბუდსმენი მუსლიმებს სიკეთესა და ბედნიერებას უსურვებს.
”ყურბან-ბაირამი ადამიანის სიცოცხლის, მისი ხელშეუვალობის რელიგიური აღიარებაა, რადგან ამ დიდი დღესასწაულის არსი ადამიანის მსხვერპლად შეწირვის აკრძალვასთან არის დაკავშირებული.
ამასთანავე, ყურბან-ბაირამი ქველმოქმედების იდეისა და მისი განსაკუთრებული მნიშვნელობის ზეიმიცაა. ტრადიციულად, ამ დღეებში, მუსლიმი ოჯახები საკლავს კლავენ და მას ახლობლებსა და მეზობლებს, რელიგიური კუთვნილების განურჩევლად უნაწილებენ”, – ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.