გიორგი კვირიკაშვილი დღეს თბილისის საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატებს წარადგენს

დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი და პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილი თბილისის საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატებს წარადგენს. ოფიციალური წარდგენა 20.00 საათზე ბოტანიკურ ბაღში შედგება.
ამასთან, თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ საბოლოოდ მაჟორიტართა სია პარტიის პოლიტსაბჭოზე შეთანხმდება.
“პირველ სექტემბერს, 11.00 საათზე არის ჩანიშნული პოლიტსაბჭო, იქნება განხილვა, შესაბამისად, დამტკიცდება კანდიდატურებიც. 20:00 საათზე გექნებათ შესაძლებლობა, ნახოთ წარდგენა და გაიცნოთ ყველა ის კანდიდატი, რომელიც იქნება პარტია “ქართული ოცნების” მიერ წარდგენილი თბილისის მაჟორიტარად”,-აღნიშნა კალაძემ.
 ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარე წლის 21 ოქტომბერს გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები