“ქართული ოცნება” ხვალ თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ კანდიდატებზე შეთანხმდება
თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ კანდიდატებზე “ქართული ოცნება” ხვალ , პირველ სექტემბერს შეთანხმდება.-ამის შესახებ “ქართული ოცნების” თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ ჟურნალისთებთან საუბრის დროს განაცხადა.
კალაძის ინფორმაციით ხვალ პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართება.
“პირველ სექტემბერს, 11.00 საათზე არის ჩანიშნული პოლიტსაბჭო, იქნება განხილვა, შესაბამისად მოხდება კანდიდატურების დამტკიცება და 20.00 საათზე გექნებათ შესაძლებლობა, ნახოთ წარდგენა და გაიცნოთ ყველა ის კანდიდატი, რომელიც იქნება პარტია “ქართული ოცნების” მიერ წარდგენილი თბილისის მაჟორიტარებად”,-აღნიშნა კალაძემ.