ნაფეტვრებში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია
ნაფეტვრებში გაჩენილი ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია.
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ცეცხლი დაახლოებით 3 ჰექტრამდე ტერიტორიას ეკიდა, ადგილზე სამაშველო სამსახურის ოთხი ჯგუფი და 20-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი მუშაობს.
მათივე ინფორმაციით, დაიწვა ბალახები და ბუჩქები.
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს უფროსის მოადგილის დავით გელაშვილის თქმით, იყო საშიშროება, რომ ხანძარი, იმის გარდა, რომ გავრცელდა მშრალ ბალახზე და ბუჩქნარზე, გადასულიყო კერძო სახლებზე.
მისი თქმით, მყისიერი რეაგირების შედეგად საფრთხე მოიხსნა.
„მხოლოდ ერთი დაშლილი შენობა იყო, მეორე სართულზე, მხოლოდ ეს დაიწვა, დაშავებული არავინ არის. ხანძარი გავრცელდა სამ ჰექტარზე, ამ მომენტისათვის ხანძარი ლოკალიზებულია, დარჩენილია ცალკეული პატარა კერები. ფართობიდან გამომდინარე, მაინც კარგად უნდა დამუშავება. მიმდინარეობს დასამუშავებელი სამუშაოები. გავრცელების საშიშროება მოხსნილია, მოსახლეობის ეზოების შემდგომი დაწვის ფაქტორები მოხსნილია”, – განაცხადა დავით გელაშვილმა.