მტკვრის მარცხენა სანაპიროზე ახალი შუქნიშნები ამოქმედდა

მტკვრის მარცხენა სანაპიროზე N29-სა და რესტორან „თავადურთან“ ახალი შუქნიშნები ამოქმედდა. მომავალი კვირის ბოლომდე დედაქალაქში 9 ახალი შუქნიშნის ობიექტი ჩაირთვება. თითოეული მათგანი ქვეითთა გადასასვლელებზე დამონტაჟდა, რათა ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხოება მაქსიმალურად იყოს დაცული. მათგან 7 მოთხოვნადი შუქნიშანია.
ახალი შუქნიშნების ლოკაციებია:

1. ბელიაშვილის ქუჩა, რესტორან „წისქვილთან“
2. აბაშიძისა და ბერძენიშვილის ქუჩების კვეთა
3. წერეთლის გამზირისა და გორის ქუჩის კვეთა
4. მარშალ გელოვანის გამზირი N6
5. მარჯვენა სანაპირო, მშრალ ხიდთან
6. უნივერსიტეტის ქუჩა N6
7. ჩიტაიასა და კლდიაშვილის ქუჩების კვეთა
8. მარცხენა სანაპირო, ზაარბრიუკენის მოედნის პანდუსი
9. ჯავახიშვილის ქუჩა, წმ. ნიკოლოზის ეკლესიასთან

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები